logo
ENG



ბლინკენი პუტინს ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებების იდეის გამო "უპასუხისმგებლოს" უწოდებს

26 სექ 202420:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/26/ciad0kff60itagg.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებებისა და მუქარის გამო "უპასუხისმგებლოს" უწოდებს

”ეს სრული უპასუხისმგებლობაა და ვფიქრობ, მსოფლიოში ბევრმა ამაზე ნათლად ისაუბრა, წარსულში ჩინეთის ჩათვლით, როდესაც ბირთვული იარაღით იმუქრებოდა. ამიტომ ვიტყოდი, რომ ეს უნდა გავაკეთოთ ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო შეკრებილია [გაეროს გენერალურ ასამბლეაზე]... ვისაუბროთ მეტ განიარაღებაზე და გაუვრცელებლობაზე",- თქვა ბლინკენმა.

25 სექტემბერს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებებზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთი ჩვეულებრივი იარაღით თავდასხმის შემთხვევაშიც კი "იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი". მისი შეთავაზებით, ბირთვული დარტყმის განხორციელების საფუძვლად უნდა იქნას განხილული "რუსეთის წინააღმდეგ აგრესია ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს მიერ ბირთვული სახელმწიფოს მხარდაჭერით", ასევე მასობრივი საჰაერო თავდასხმა არაბირთვული საშუალებებით, მათ შორის დრონებით.

 


close დახურვა